Belive

ალდო ო'მალისთან ბრძოლაში ფავორიტად მერაბს მიიჩნევს

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი და UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ჟოზე ალდო დვალიშვილი-ო'მალის დაპირისპირებას შეეხო. ჟოზეს თქმით, ამ ბრძოლაში ჩემპიონს ძალიან გაუჭირდება. ალდომ ფავორიტად თავისი ყოფილი მოწინააღმდეგე - მერაბ დვალიშვილი დაასახელა.

შონი დამსახურებული მებრძოლია, რომელიც ჩემპიონის ტიტულს ატარებს. მან ალჯამაინ სტერლინგი დაამარცხა. მაგრამ, მერაბის წინააღმდეგ ბრძოლა სულ სხვა საქმეა. ჩემი აზრით, მერაბი კარგი შემტევია, რომელიც მოკლე დისტანციაზე მშვენივრად მუშაობს. ვფიქრობ, შონის წინააღმდეგ ფავორიტი ის იქნება. - განაცხადა ალდომ ESPN MMA-სთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ჟოზემ ბოლო ბრძოლა UFC-ში სწორედ მერაბის წინააღმდეგ გამართა. ქართველმა "მანქანამ" მოწინააღმდეგე დაამარცხა, რის შემდეგაც ალდომ პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სხვა სტატიები