Belive

აკი ბაშო: ტოჩინოშინი - დღე 4

5 წლის წინ სხვა
1 წთ
გრძელდება სუმოს შემოდგომის პირველი ტურნირი - აკი ბაშო, სადაც ქართველი გოლიათი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ასპარეზობას განაგრძობს. მეოთხე დღის თავზე ქართველი გოლიათის აქტივში 3 გამარჯვება და 1 დასანანი მარცხია, რომელიც ტაკაკეიშოსთან განიცადა. მოგეხსენებათ, დღეს ლევან გორგაძემ ტამავაშისთან გამართა ბრძოლა, სადაც გიოჯის (დოჰიოს მსაჯის) გადაწყვეტილებით გამარჯვება მიანიჭეს, თუმცა მონოის (მსაჯთა კონსილიუმი) გადაწყვეტილებით ტორინაოში (განმეორებითი ორთაბრძოლა) შედგა. პირველი "ჯახის" დროს ლევანს წარბი გაუსკდა, თუმცა დაზიანებამ მას ვერაფერი დააკლო და  ქართველმა ფალავანმა განმეორებით ორთაბრძოლაში ცუკიოტოშის ილეთით დასცა მეტოქე დოჰიოზე და აქტივში მესამე გამარჯვება ჩაიწერა. ხვალ, 13 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-5 დღე გაიმართება, სადაც საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლები გველოდება, დღის ცენტრალური შეხვედრა კი ჩვენი ქართველი ტოჩინოშინისა და წინა ბაშოს ტრიუმფატორი მიტაკეუმის დაპირისპირება იქნება. მათ შორის აქამდე 7 შეხვედრაა გამართული, საიდანაც ლევანმა 5-ჯერ იზეიმა გამარჯვება, ვიმედოვნოთ, რომ ეს ციფრი ხვალ 6-მდე გაიზრდება ხოლო ტოჩის მოგება-წაგებათა ბალანსი კი 4 მოგებამდე გაიზრდება. შეგახსენებთ, სუმოს პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ქართული კომენტირებით შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე Live.ge.

სხვა სტატიები