8 სექტემბერს, ტოკიოში სტარტი აიღო 2019 წლის რიგით მე-5 სუპერტურნირმა - "აკი ბაშომ". აღნიშნული ტურნირი ქართველი სუმოისტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლევან გორგაძე ანუ ოძეკი ტოჩინოშინი კადობანშია ჩაყენებული და უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში წოდებას დაკარგავს, თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ კი ჯურიოს ქვედა ნაწილშია და აუცილებლად ნორმალური ბალანსი უნდა დააფიქსიროს, რაღა ჯურიოს დივიზიონიდან გავარდნის საშიშროება არ დაემუქროს.
ტოჩინოშინისათვის ბაშო ცუდად დაიწყო, მან პირველი ორი დღის ორთაბრძოლები დათმო, მესამე დღეს მოახერხა საკუთარ თავში ძალების გამონახვა და შეხვედრა წარმატებით დაასრულა. მე-4 დღეს ის აბის წინააღმდეგ დამარცხებულად მიიჩნიეს, რეალურად მან შეხვედრა წარმატებით დაასრულა, თუმცა თმაზე მოქაჩვის გამო "მონოის" (მონოი - მსაჯთა კონსილიუმი) გადაწყვეტილებით ის წაგებულად სცნეს. მე-5 დღეს ტოჩის მეტოქე ტომოკაძე გახლდათ, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა. ამჟამად ქართველი ოძეკის ბალანსი 2 მოგება და 3 მარცხია.
თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ ჯურიოს დივიზიონში ამ ეტაპისათვის დამაკმაყოფილებლად ასპარეზობს. გაგასთვის პირველი და მეოთხე დღე წარუმატებელი აღმოჩნდა, მეორე, მესამე და მეხუთე დღეს კი მან საკუთარ ორთაბრძოლებში გამარჯვება იზეიმა.
მე-6 საბრძოლო დღეს ქართველთა მეტოქეები ცნობილია - ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდება, რომელსაც 3 მოგება და 2 მარცხი აქვს, შეგახსენებთ, რომ ის იანვრის ბაშოს ტრიუმფატორია. გაგამარუს მეტოქე კი ჯურიოს მე-7 ნომერი აღმოსავლეთიდან კიოკუშუჰო იქნება, რომელსაც 4 მოგება და 1 მარცხი აქვს.
მაკუუჩი დივიზიონის პირველ დღეს იოკოძუნა ჰაკუჰო დამარცხდა, ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია, თუმცა მეორე დღეს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ მარცხენა ხელის ნეკა თითის ტრავმის გამო ის ტურნირიდან მოეხსნა.
მე-5 დღის ბოლოს მაკუუჩი დივიზონს ორი ლიდერი ჰყავს, ესენი არიან სეკივაკე ტაკაკეიშო, რომელიც 10 მოგების დაფიქსირების შემთხვევაში ოძეკის ტიტულს აღიდგენს და აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი, ორივე მებრძოლი წაუგებლად ასპარეზობს.
მაკუუჩი დივიზიონის ლიდერთა სია:
5 მოგებასეკივაკე ტაკაკეიშო მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი 4 მოგებაიოკოძუნა კაკურიუოძეკი გოეიდოსეკივაკე მიტაკეუმიკომოსუბი ენდომე-6 მაეგაშირა მიოგირიუმე-10 მაეგაშირა მეისეიმე-11 მაეგაშირა ენჰო მე-15 მაეგაშირა იშიურა
სუმოს პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა ტრადიციულად, Live.ge-ის ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ, ყოველდღე, დილის 11:00 საათიდან.