Belive

ახალი წლის წვეულებაზე დანა უაითმა მეუღლეს ფიზიკური ზიანი მიაყენა | VIDEO

1 წლის წინ სხვა
2 წთ

UFC-ის პრეზიდენტი და ენ უაითი, რომლებიც 26 წელია დაქორწინებულნი არიან, ახალ წელს მეგობრებთან ერთად აღნიშნავდნენ, მაგრამ წვეულებაზე ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც წყვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ ცოლ-ქმარს შორის აშკარა უთანხმოებაა, რომელიც ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ორივენი საკმაოდ ნასვამები იყვნენ და იქვე აღნიშნეს, რომ დაპირისპირება მალევე განიმუხტა.

TMZ Sports-თან საუბრისას დანა უაითმა აღნიშნა, რომ ქალზე ძალადობას არანაირი გამართლება აქვს. ის ამბობს, რომ თავს საშინლად გრძობს და საკუთარ საქციელს ნანობს. დანას თქმით, მთავარი საზრუნავი ახლა მათი შვილები არიან, რომლებთანაც წყვილმა უკვე განიხილა მათი დაპირისპირება.

ამ თემაზე ისაუბრა ენ უაითმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ უკვე შერიგდნენ და ერთმანეთს ბოდიში მალევე მოუხადეს:

"მე და დანა თითქმის 30 წელია, რაც დაქორწინებულები ვართ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს მისთვის არაადეკვატური საქციელია. მსგავსი რამ ჩვენი თანაცხოვრების დროს არასდროს მომხდარა. სამწუხაროდ, ახალი წლის ღამეს ორივე ზედმეტად ბევრს ვსვამდით. კარგია, რომ მალევე შევრიგდით. ამაზე ვისაუბრეთ და ბოდიში მოვუხადეთ ერთმანეთს. უბრალოდ, იმედი მაქვს, ხალხი პატივს სცემს ჩვენს პირად სივრცეს ჩვენი შვილების გულისთვის."

სხვა სტატიები