Belive

ახალი რეკორდი? გერმანელმა სერფერმა 28-მეტრიანი ტალღა დაძლია

2 წლის წინ სხვა
1 წთ

გერმანელ სერფერს, სებასტიან შტეუდტნერს, საკუთარი მსოფლიო რეკორდის მოხსნა შეუძლია (ყველაზე მაღალი ტალღის დაძლევაში). 24 თებერვალს, ნაზარეში (პორტუგალია) მან 28,57 მეტრს მიაღწია, რაც აჭარბებს 26.21 მეტრს, რომელიც თავადვე შეძლო 2020 წლის 29 ოქტომბერს, პრაია დო ნორტეში (ნაზარე).

თებერვალში მიღწეული სიმაღლე უახლესი დრონის ტექნოლოგიით გაიზომა, რომელიც შემუშავებულია Porsche Engineering-ისა და Steudtner-ის გუნდის მიერ. ახალი რეკორდი ოფიციალურ დადასტურებას ელოდება. ის დამოწმებული უნდა იყოს როგორც მსოფლიო სერფინგის ლიგის, ასევე გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ.

ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ შევქმენით ინოვაციური გადაწყვეტა, რომელსაც შეუძლია სერფინგის სპორტის განვითარება. გამოწვევა იყო ისეთი დრონის შექმნა, რომელსაც შეუძლია გაზომოს არა მხოლოდ ტალღების სიმაღლე, არამედ შეუძლია თვალყური ადევნოს სერფერს ტალღის მთელ სიგრძეზე.

ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი ტექნიკური ცოდნა, დრონების განვითარების შესახებ, ოფიციალურ ექსპერტებს. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავზარდოთ გამჭვირვალობა დიდი ტალღების სერფინგში. - ამბობს მარკუს შმელცი, Porsche Engineering-ის პროექტის მენეჯერი

სერფინგის აღჭურვილობის ევოლუციაში, Porsche Engineering-თან პარტნიორობის წყალობით, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა. სიმულაციური მეთოდებით და ქარის გვირაბში მუშაობით, შეამცირეს წყლისა და ჰაერის წინააღმდეგობა და ასე გაჩნდა Caçador RS-ის დაფა. შედეგად, შტეუდტნერი ამ დაფით ტალღაზე სიჩქარეს 100 კმ/სთ-მდე აღწევს, მაშინ როცა, 3 წლის წინათ, რეკორდის დამყარების დროს, მაქსიმალურ სიჩქარედ 80 კმ/სთ ითვლებოდა.

სებასტიან შტეუდტნერი, Caçador RS-ის დაფით