Belive

ახალი კონტრაქტის მიხედვით, რეშფორდი კვირაში £300,000-ს მიიღებს

7 წლის წინ სხვა
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდასხმელმა, მარკუს რეშფორდმა, გუნდთან ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მისი ყოველკვირეული ანაზღაურება £300,000-ს შეადგენს. გასულ სეზონში, 21 წლის რეშფორდი ყოველკვირეულად £80,000-ს გამოიმუშავებდა, ახლა კი მისი ანაზღაურება პოლ პოგბას შემოსავალს გაუტოლდა. რეშფორდი მანჩესტერში 2016 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში ჩატარებულ 170 მატჩში, ახალგაზრდა ინგლისელმა 45 გოლის გატანა და 26 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები