Belive

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი - ორი ოქროსა და ბრინჯაოს შანსი

4 წლის წინ სხვა
1 წთ
მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავად გამოიყურებიან ქართველი ძიუდოისტები. როგორც მოგეხსენებათ გუშინ ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა ვინც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. დღეს შესანიშნავად იასპარეზეს ვლადიმერ ახალკაცმა და ლაშა ბექაურმა. 81 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. ფინალამდე მისასვლელ გზაზე მან მოლდოველი კატალინ მარიანი, ყაზახი აიბოლ ნისანალი, კანადელი ალექსანდრე არენსიბია, აზერბაიჯანელი მურად ფატიევი და ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაამარცხა. ფინალში კი რუს დავიდ კარაპეტიანს დაუპირისპირდება. კარაპეტიანმა ნახევარფინალში კიდევ ერთი ქართველი, ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა, რომელიც თავის მხრივ მესამე ადგილისთვის ახალკაცის მიერ დამარცხებულ აზერბაიჯანელ ფატიევს შეხვდება. 90 კგ. წონით კატეგორიაში 4 შეხვედრა მოიგო იპონით ლაშა ბექაურმა და ფინალში უნგრელ როლანდ გოზს დაუპირისპირდება.ფინალამდე მიმავალ გზაზე ბექაურმა უზბეკი მუზაფარბეკ ტურობოიევი, არგენტინელი მარიანო ბერსიე კოტო, სამხრეთ კორეელი ჯუიეოპ ჰანი და იაპონელი კოსუკე მაშიამა დაამარცხა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები