Belive

"ადვილია ილია თოფურია არ მოგწონდეს" - შონ ო'მალი

4 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალიმ თავისი კარიერის მომავალი უკვე დაგეგმა. ის ხმამაღლა აცხადებს, რომ ორი წონის ჩემპიონობა სურს. "შუგას" ჯერ მარტში, მარლონ ვერას წინააღმდეგ მოუწევს უმსუბუქესი წონის ქამარი დაიცვას. ამის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ვოლკანოვსკი-თოფურიას შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს. ამერიკელი არ მალავს, რომ როგორც ადამიანი, ალექსი უფრო მოსწონს, ვიდრე ილია.

თუ ილია მოიგებს, მეც მოვიგებ და ჩვენს შორის ბრძოლა შედგება. თუ ილია წააგებს... შენ ახსენე, მერაბი, სეხუდო, აქვე არის კორიც და უმარიც. მე ძალიან ბევრი არჩევანი მაქვს. "ვოლკი" ძალიან მაგარი ბიჭია. ადვილია ილია თოფურია არ მოგწონდეს. სპორტის ეს სახეობა ძალიან უცნაურია. მე ყოველთვის ისე ვუყურებ როგორც ჭადრაკს. მაგრამ, ბოლოს მაინც გვიწევს ვიღაცების ცემა და მე ძალიან მინდა ილიას ცემა. - თქვა შონმა SHAK MMA-სთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება UFC-ის ქამრისთვის იქნება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და რა თქმა უნდა, საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები