Belive

ადრიენ რაბიო მანჩესტერ იუნაიტედს უახლოვდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, ადრიენ რაბიო "მანჩესტერში" იმ შემთხვევაში გადავა, თუ ინგლისელები წელიწადში 10 მილიონს გადაუხდიან, რაც კვირაში 200 000 ევროს უდრის. Gazzetta dello Sport-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფრანგ ფეხბურთელს გუნდთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს. ვიდრე რაბიო "იუვენტუსს" შეუერთდებოდა, ის "პარი სენ-ჟერმენში" ირიცხებოდა, სადაც წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. ადრიენი "წითელი ეშმაკების" ნახევარდაცვის მამოძრავებელ ძალად განიხილება. პრემიერ ლიგის პირველ ტურში ისინი "ბრაიტონთან" დამარცხდნენ, სადაც ნათლად გამოჩნდა ნახევარდაცვაში არსებული პრობლემები. სავარაუდოდ, ფრანგი ფეხბურთელი სკოტ მაკტომინეის ჩაანაცვლებს და შოტლანდიელს სათადარიგოთა სკამზე მოუწევს გადანაცვლება. ამ ზაფხულს "იუნაიტედთან" ფრენკი დე იონგსაც აკავშირებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ნიდერლანდელმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. რიო ფერდინანდის თქმით, რაბიოს დამატებით, "მანჩესტერი" შეძლებს ნახევარდაცვაში ხარისხი აწიოს.

სხვა სტატიები