Belive

92 წლის შემდეგ | ამერიკა ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

6 თვის წინ სხვა
1 წთ

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა (1:0) და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ოვერტაიმის მესამე წუთზე კი გამარჯვების გოლი ტეიგ ტომპსონმა გაიტანა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ შვეიცარიელი მეკარე, ლეონარდო ჯენონი დასახელდა, მას ფინალში 39 მოგერიებული შაიბა ჰქონდა.

ყინულის მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკამ 92 წლის შემდეგ პირველად მოიგეს, ბოლოს ეს 1933 წელს მოხდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელებს ოფიციალურად უთვლიან კიდევ ერთ ტიტულს. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების მოგებით, ამერიკა მსოფლიო ჩემპიონიც გახდა, რადგგან იმ წელს ტურნირი არ ჩატარებულა. მსოფლიო ჩემპიონატის მედლების რაოდენობით, პირველ ადგილზე კანადაა, რომელსაც მსოფლიო 28-ჯერ აქვს მოგებული.