Belive

89 წლის სპორტსმენმა ევროპის მასტერსზე 200 მეტრი 61 წამში გაირბინა | VIDEO

6 თვის წინ სხვა
1 წთ

89 წლის პოლონელი სპორტსმენი, იანინა როსინსკა, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს 90 წლის ხდება ევროპის მასტერსზე მძლეოსნობის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ის 85+ ასაკობრივ კატეგორიაში ერთადერთი სპორტსმენი იყო და მაყურებლის ოვაციების ფონზე 200 მეტრიან რბოლაში ფინიშის ხაზი 61 წამში გადაკვეთა და ტიტულის მფლობელიც გახდა.

მიღწევა შთამბეჭდავი გახდა იმის გათვალისწინებითაც, რომ ყოფილი გეოგრაფიის მასწავლებელი პეისმეიკერით ასპარეზობდა (იგივე კარდიოსტიმულატორი, მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც გულის კუნთის სტიმულაციისა და მისი შეკუმშვის რეგულირებისთვის შეიქმნა).

89 წლის პოლონელმა მარათონებში მონაწილეობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 50 წლის გახდა, სპორტში ჩართვის შემდეგ მან 360-ზე მეტ მარათონში მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა დისტანციაზე 800-ზე მეტი მედალი მოიპოვა.

ევროპის მასტერსის ჩემპიონატი მძლეოსნობაში პოლონეთის ქალაქ ტორუნში 27 მარტიდან 2 აპრილამდე იმართებოდა, ტურნირი 35 წლის და უფროსი ასაკის სპორტსმენების შეჯიბრი გახლდათ, სადაც 52 ქვეყნის 3500 მონაწილე ასპარეზობდა.