7 წესი, რომელიც პრემიერლიგის ახალი სეზონის წინ დაინერგა
3 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
პრემიერლიგის ახალი, ,,მულტი-ბურთის'' ინიციატივა:
Daily Mail-ის ცნობით, ჩემპიონატში მრავალბურთიანი სისტემა დაინერგება, რაც გულისხმობს, რომ ყოველ მატჩში 10 ბურთს გამოიყენებენ. ,,ერთი ბურთი თამაშში იქნება, ერთი შეხვედრის მეოთხე მსაჯთან, 8 კი მოედნის ირგვლივ, სხვადასხვა წერტილში განთავსდება,'' - წერს გამოცემა. ბურთის მომტანები ვალდებულები არიან, ფეხბურთელს ბურთი მაშინვე მიაწოდონ, როგორც კი ისინი თვალით კონტაქტს დაამყარებენ და ეს ორივე გუნდისთვის თანაბარი სისწრაფით უნდა გააკეთონ.ხუთი ცვლილება თითოეულ მატჩში:
გუნდებს 5 ცვლილების უფლება კოვიდ19-ის პანდემიის დროს დროებით მიეცათ, ახლა კი ეს წესი პრემიერლიგის ახალ სეზონშიც დაინერგა.მეკარის პოზიციონირება პენალტის დარტყმის დროს:
აქამდე, თამაშის წესების მიხედვით, პენალტის დარტყმის დროს, მეკარეს კარის ხაზზე ერთი ფეხი მაინც უნდა ჰქონოდა. ახლა კი მას შეუძლია, რომ მოძრაობა ხაზის უკნიდან დაიწყოს.
საჯარიმოში ხელით თამაში მხოლოდ მეკარეს შეუძლია:
ეს წესი ისედაც ყველამ იცოდა, მაგრამ თამაშის წესებში ჩაწერილი არ იყო, რაც საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის საბჭომ გამოასწორა და ახლა ვკითხულობთ, რომ არავის, მეკარის გარდა, საჯარიმოში ხელით თამაში არ შეუძლია.როდესაც ფეხბურთელები კონტროლს კარგავენ:
გულშემატკივარზე თავდასხმის ყველაზე ცნობილი ფაქტი 1995 წელს დაფიქსირდა, როცა ერიკ კანტონა ტრიბუნაზე მჯდომ ქომაგს ფიზიკურად გაუსწორდა. აქამდე მსგავსი ინციდენტების შესახებ წესებში არაფერი ეწერა. ახლა კი თუ მოთამაშე მოედანს დატოვებს და ფანს ხელით შეეხება, მისი გუნდის წინააღმდეგ თავისუფალი დარტყმა დაინიშნება.