Belive

6 ერი - მეორე სათამაშო დღის პრევიუ

1 წლის წინ სხვა
2 წთ

11-12 თებერვალს, 6 ერის 2023 წლის გათამაშების მეორე ტურის მატჩები გაიმრთება.

პირველი ტურის შემდეგ, 6 ერის გათამაშებას 5 ქულით ირლანდია, შოტლანდია და საფრანგეთი ლიდერობენ.

პირველი ტურის შედეგები:

უელსი 10:34 ირლანდია

ინგლისი 23:29 შოტლანდია

იტალია 24:29 საფრანგეთი


ირლანდია Vs. საფრანგეთი | ტურის გახსნითი მატჩი

მეორე ტურს, ტურის ცენტრალური მატჩი - ირლანდია Vs. საფრანგეთის მატჩი გახსნის. მატჩი "ავივას" სტადიონზე შედგება და თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

ამ მატჩს დრამატულს ის ფაქტი ხდის, რომ ირლანდიელებს "მამლები" 2019 წლის შემდეგ არ დაუმარცხებიათ, ამ ყველაფერს კი დავუმატოთ ის, რომ ორივე ნაკრებმა პირველი ტურის მატჩში გაიმარჯვეს.

შემადგენლობა

ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ:

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

ირლანდიისა და საფრანგეთის ურთიერთშეხვედრები

ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება სტარტს 1909 წლიდან იღებს. ისტორიის განმავლობაში კი ეს ორი ნაკრები ერთმანეთს 101-ჯერ შეხვდა.

  • ირლანდიის ნაკრების გამარჯვებები - 35 მატჩი
  • საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებები - 59 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა - 7-ჯერ.

შოტლანდია Vs. უელსი

შოტლანდიელები უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადებიან. სკოტებმა პირველ ტურში ურთულესი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, ინგლისის ნაკრებთან მოიპოვა და უელსის წინააღმდეგ ძალიან თვითდაჯერებულები იქნებიან.

შოტლანდია - უელსის დაპირისპირება 11 თებერვალს, თბილისის დროით 20:45 საათზე შედგება.

შემადგენლობები

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ

უელსის ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ

შოტლანდიისა და უელსის ურთიერთშეხვედრები

შოტლანდიისა და უელსის ურთიერთშეხვედრები სათავეს 1883 წლიდან იღებს. მათ ჯამში 128-მატჩი ჩაატარეს, საიდანაც გამარჯვებებით უელსი ლიდერობს.

  • შოტლანდიის ნაკრების გამარჯვებები - 50 მატჩი
  • უელსის ნაკრების გამარჯვებები - 75 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა - 3-ჯერ.

ინგლისი Vs. იტალია

2023 წლის 6 ერის გათამაშების მეორე ტურს, ინგლისი - იტალიის დაპირისპირება დახურავს, რომელიც "ტვიკენჰემზე" შედგება.

პირველი ტურის შემდეგ ორივე ნაკრები დამარცხებულია, თუმცა მატჩის მთავარ ფავორიტად ინგლისის ნაკრები ითვლება.

შემადგენლობები

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ

სხვა სტატიები