Belive

42 წლის კარტერის წარმატება 

4 წლის წინ სხვა
1 წთ
NBA-ს უხუცესმა მოთამაშემ ვინს კარტერმა მიმდინარე რეგულარულ გათამაშებაში კარიერის შედეგი გაიუმჯობესა. 42 წლის კალათბურთელმა "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" 102:95 მოგებულ შეხვედრაში, 3 ქულა ჩააგდო და ეროვნული საკალათბურთო ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულეებს შორის მე-19 ადგილზე აღზევდა. "ატლანტა ჰოუქსის" ფორვარდმა კარიერის განმავლობაში NBA-ში 25 616 ქულა ჩააგდო. ამ მაჩვენებელში ლიდერი ლეგენდარული ქარიმ აბდულ-ჯაბარია, ვისი მონაგარიც 38 387 ქულას შეადგენს. კარტერი 1998 წლის დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩიეს, წარსულში ის "ტორონტოს", "ნიუ ჯერსის", "ორლადნოს", "ფენიქსის", "დალასის", "მემფისისა" და საკრამენტოს" მაისურის ირგებდა.

სხვა სტატიები