Belive

25 სექტემბერს ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

25 სექტემბერს, ახალ სპორტის სასახლეში, გარდაცვლილი მოჭიდავის, რევაზ პაპუკაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდება ქართულ ჭიდაობაში. ღონისძიების საპრიზო ფონდი 30.000 ლარს შეადგენს და მისი გენერალური სპონსორია კომპანია betlive.

ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ღონისძიება 25 სექტემბერს, დილის 11 საათზე დაიწყება და 1 დღე გაგრძელდება. საღამოს ბლოკში გამარჯვებულები გამოვლინდებიან და მათ კუთვნილი პრიზები გადაეცემათ.

რევაზ პაპუკაშვილის სახელობის ტურნირი, ქართულ ჭიდაობაში, გუნდური პრინციპით ჩატარდება. ღონისძიებაში 10 გუნდი და 50-მდე მოჭიდავე მიიღებს მონაწილეობას. როგორც აღვნიშნეთ, ტურნირის საპრიზო ფონდი 30,000 ლარს შეადგენს. 1-ელ ადგილზე 15.000 ლარი, მე-2-ზე 10.000, ხოლო მესამეზე 5.000 ლარი - ასევე, გათამაშდება სხვადასხვა ტექნიკა.

სხვა სტატიები