Belive

22 ივნისს ხამზატ ჩიმაევი რობერტ უიტეკერს დაუპირისპირდება

1 თვის წინ სხვა
1 წთ

22 ივნისს საუდის არაბეთი UFC-ის პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს. საღამოს ჰედლაინერი ხამზატ ჩიმაევისა და რობერტ უიტეკერის დაპირისპირება იქნება. აღნიშნული ინფორმაცია თავად დანა უაითმა დაადასტურა.

View this post on Instagram

A post shared by Dana White (@danawhite)

UFC-ის პრეზიდენტის თქმით, ამ ბრძოლაში გამარჯვებული საშუალო წონის ნომერ პირველი კონტენდერი გახდება. შეგახსენებთ, რომ საშუალო წონის ჩემპიონი დრიკუს დუ პლესია და ჩიმაევი-უიტეკერს შორის გამარჯვებულიც სწორედ მას შეხვდება.

ხამზატს ბრძოლა UFC 294-ის შემდეგ არ ჩაუტარებია. ჩეჩენი ოქტაგონზე ბოლოს ოქტომბერში კამარუ უსმანის წინააღმდეგ ვიხილეთ, სადაც გაიმარჯვა.

რაც შეეხება უიტეკერს, ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონია. ავსტრალიელმა ბოლო შეხვედრაში პაულო კოსტა დაამარცა და კარიერაში 26-ე გამარჯვება ჩაიწერა.

სხვა სტატიები