Belive

მესი: ,,რეალი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდი არ ყოფილა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის ,,რეალთან'' მარცხი გაიხსენა:
,,რეალმა გაგვანადგურა, მეც, მთელი გასახდელი, მთელი პარიზი, რადგან ჩვენ ამ ტურნირის მოგება ძალიან გვინდოდა. ამ მატჩის შედეგი დიდი დარტყმა იყო. ვიცი, რეალი რას წარმოადგენს, ამ გუნდთან ახლოს მთელი ცხოვრება გავატარე და ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, რადგან მათ შეუძლიათ, გოლი არაფრიდან შექმნან და ყველაფერი წამებში შეცვალონ. ასეთი რამ პირველად არ მომხდარა. მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგო. ვიცი, რომ ამ ტურნირს ყოველთვის საუკეთესო გუნდი ვერ იგებს. რეალს არაფერს ვუკარგავ, რადგან ისინი ევროპის ჩემპიონები არიან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდი არ ყოფილა. აქ ყველაფერი კონკრეტულ გარემოებებსა და ფსიქოლოგიურ მომენტებზეა დამოკიდებული. ვინც მსგავსი სიტუაციებისთვის უკეთაა მომზადებული, ის იგებს და ფინალშიც გადის,'' - მესის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.
,,პსჟ'' წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან ,,რეალმა'' გააგდო. ,,სამეფო გუნდმა'' პარიზელები ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა.

სხვა სტატიები