Belive

ბენიტესი: ,,კლოპის ლივერპულმა მილიარდი დახარჯა, ჩვენი ბიუჯეტი 20 მილიონი იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რაფაელ ბენიტესმა ,,ლივერპულის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდი გაიხსენა. სპეციალისტის თქმით, მისი გუნდის კლოპის ,,ლივერპულთან'' შედარება არასწორია:
,,ვინ იყო ლივერპულის საუკეთესო ფეხბურთელი? ჯერარდი. ბიჭი, რომელიც სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობდა. მაშინ ლივერპულში მსოფლიო კლასის არც ისე ბევრი ფეხბურთელი იყო. ახლა ხაბი ალონსოს იტყვიან, მაგრამ ის არენდით ეიბარში თამაშობდა. საუკეთესოთა შორისაა ფერნანდო ტორესი, რომელმაც ესპანეთში 15 თუ 20 გოლი გაიტანა, ჩვენთან კი მეტოქის კარი 33-ჯერ აიღო. ჩვენ გაზრდაში დავეხმარეთ მასკერანოს, რომელიც ვესტ ჰემის სათადარიგოთა მოთამაშე იყო, ასევე - ლუკას ლეივას, აგერს... იმ გუნდს ადარებენ ლივერპულს, რომელმაც მილიარდი დახარჯა, რა თქმა უნდა, ძალიან ჭკვიანურად, მაგრამ ახლა 40-მილიონიანი ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამზე სხედან. ამიტომ ჩემს ლივერპულსა და კლოპის გუნდს ვერ შევადარებ, კონტექსტი უნდა გავიაზროთ. ჩვენი ბიუჯეტი 20 მილიონი იყო, 20! მითხარით, ვის გაიფორმებს ახლა ლივერპული ამ თანხად? ვერავის...'' - ბენიტესის სიტყვებს Daily Mail-ი ციტირებს.
ბენიტესი ,,ლივერპულში'' 2004-2010 წლებში მუშაობდა. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ,,მერსისაიდელებმა'' ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგეს.

სხვა სტატიები