Belive

დარია ბილოდიდი: ,,ილოცე, უკრაინავ! და ერთად დადექით!''

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის 2-2-გზის ჩემპიონი, დარია ბილოდიდი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას სოციალური ქსელის საშუალებით კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:

,,უძილო ღამეების, ცრემლების, ტკივილის, შიშისა და სტრესის კვირა მთელი უკრაინისთვის. და კიდევ ერთი სიამაყის კვირა ერთიანობისა და ერთმანეთის დახმარების გამო. ასეთ სიტუაციებში ადამიანები ნიღბებს იშორებენ და მაშინვე ვხედავთ, ვინ ვინ არის... ვინ არის ადამიანი და ვინ - არაადამიანი... ილოცე, უკრაინავ! და ერთად დადექით!'' - წერს უკრაინელი ინსტაგრამის პირად გვერდზე.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by DARIA BILODID (@dariabilodid7)

სხვა სტატიები