Belive

,,რუსეთთან თამაშს არ ვაპირებთ'' - პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჩეზარი კულეშამ, განაცხადა, რომ პოლონეთის ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფის შეხვედრას არ ჩაატარებს:

,,ლაპარაკი საკმარისია, მოქმედების დროა! პოლონეთის ნაკრები ფლეიოფში რუსეთთან თამაშს არ აპირებს. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. მოლაპარაკებებს ვმართავთ შვედეთისა და ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციებთან, რათა ფიფას საერთო პოზიციით მივმართოთ,'' - დაწერა კულეშამ სოციალურ ქსელში.
ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ,,ბაიერნის'' თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი გამოეხმაურა: ,,ეს სწორი გადაწყვეტილებაა! ასეთ სიტუაციაში, როცა უკრაინაში შეიარაღებული აგრესია გრძელდება, რუსეთთან თამაში ვერ წარმომიდგენია. ამაზე პასუხისმგებლები რუსი ფეხბურთელები და გულშემატკივრები არ არიან, მაგრამ, თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ, თითქოს, არაფერი ხდება.''
რუსეთსა და პოლონეთს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის მატჩი 24 მარტს, მოსკოვშია ჩანიშნული.

სხვა სტატიები