Belive

EJU სულამანიძეზე: ,,ილიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ეს მხოლოდ აძლიერებს''

2 წლის წინ სხვა
2 წთ
თელ ავივის გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ (-100) და გურამ თუშიშვილმა (+100) ოქროს მედლები მოიპოვეს. ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფს ევროპის ძიუდოს ფედერაცია (EJU) გამოეხმაურა:
,,ილია სულამანიძე გამოჩნდა! მას ძიუდოს ლეგენდის, ვარლამ ლიპარტელიანის შეცვლის დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ილიას მხოლოდ აძლიერებს. მან შარშან თელ ავივში ბრინჯაოს მედალი აიღო, თბილისში - ვერცხლი, წელს კი, კარიერაში პირველად, გრანდ სლემზე ოქრო მოიპოვა. სულამანიძემ ბოლო 1 წლის განმავლობაში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. როგორც ჩანს, მან თავისი ადგილი იდეალურ დროს იპოვა, რადგან პარიზის ოლიმპიადამდე კიდევ 2 წელი აქვს.'' ,,ტურნირის ბოლო ბრძოლაში, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილი რაფაელ სილვას დაუპირისპირდა. ისტორია გვეუბნებოდა, რომ ქართველს ამ შეჯიბრში წარმატების საუკეთესო შანსი ჰქონდა და ასეც მოხდა. ძიუდოისტები ერთმანეთს მეექვსედ შეხვდნენ და ექვსივე შემთხვევაში თუშიშვილმა იმარჯვა. ეს მოგება, შესაძლოა, ისეთი არ იყო, როგორიც გურამს სურდა - მან ყველა დაპირისპირებაში შეძლო ქულის აღება, მაგრამ ფინალში ეს ვერ მოახერხა.''
საქართველომ თელ ავივის გრანდ სლემზე ასპარეზობა 3 მედლით (2 ოქრო, 1 ვერცხლი) დაასრულა. ფინალურ ბრძოლაში ილია სულამანიძემ მიქაელ კორელს აჯობა, გურამ თუშიშვილმა კი - რაფაელ სილვას.

სხვა სტატიები