Belive

13 წლის ნიშია მომიჯი ოლიმპიური ჩემპიონია!

2 წლის წინ სხვა
2 წთ

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები იაპონელი სპორტსმენებისათვის წარმატებით მიმდინარეობს. სამშობლოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებში, იაპონელი სპორტსმენების ანგარიშზე უკვე 6 ოქროს მედალია. ძიუდოში, და-ძმა აბეების ტრიუმფის შემდეგ, იაპონელი გულშემატკივრები 13 წლის ნიშია მომიჯიმ აღაფრთოვანა, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. 13 წლის ნიშია მომიჯი სკეიტბორდინგში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე გასული ბრაზილიელი რაისა ლეალი ასევე 13 წლისაა. ნიშია, რომელმაც რომში გამართულ სკეიტბორდინგის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალს დამსახურებულას დაეუფლა.

ოლიმპიური ოქროს მოპოვების შემდეგ, ნიშია მომიჯიმ ემოციური კომენტარი გააკეთა: "უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და გულშემატკივრებს სკეიტბორდინგის საუკეთესო მხარე ვაჩვენე. ვფიქრობ, ოლიმპიურ თამაშებზე, არა მხოლოდ სკეიტბორდინგის ფანებმა, არამედ ადამიანებმა, რომელთაც სპორტის ამ სახეობის შესახებ მწირი ინფორმაცია ჰქონდათ სახალისო შოუ იხილეს. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს", - აღნიშნა ნიშია მომიჯიმ.
13 წლის იაპონელი სკეიტბორდერი, მომიჯი ნიშია: ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი ისტორიაში, რომელმაც ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო. ამ მხრივ, ყველა დროის რეკორდი მარჯორი გესტრინგს აქვს დამყარებული, ნიშია კი მასზე სულ რამდენიმე თვით უფროსია: გესტრინგი ბერლინის 1936 წლის ოლიმპიადაზე, 13 წლისა და 267 დღის ასაკში, ოქროს მედალოსანი გახდა.

სხვა სტატიები