Belive

გიგზს 2 ქალზე თავდასხმაში ადანაშაულებენ - უელსელი ეროვნულ ნაკრებს ჩამოაშორეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უელსის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რაიან გიგზს, ორ ქალზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება უელსელის ყოფილი მეგობარი გოგონას, კეიტ გრევილის სახლში მომხდარ ინციდენტს. ბრალდების მხარის განცხადებით, გიგზმა გრევილსა და 20 წლის გოგოზე, რომლის ვინაობაც არ სახელდება, 2020 წლის ნოემბერში ფიზიკურად იძალადა. აღნიშნული ბრალდების გამო, რაიან გიგზი ევროპის ჩემპიონატზე უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ იქნება და მას რობერტ პეიჯი ჩაანაცვლებს. ინფორმაცია ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა.
,,ბრალდების სერიოზულობას ვაცნობიერებ და პროცესს პატივს ვცემ. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, რომ ჩემი სახელი აღვიდგინო. მინდა, რობერტ პეიჯს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება ვუსურვო,'' - განაცხადა გიგზმა.
რაიან გიგზი უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2018 წლის იანვარში დაინიშნა. უელსელები ევრო 2020-ზე A ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც მატი მეტოქე იტალია, შვეიცარია და თურქეთი იქნებიბიან.

სხვა სტატიები