Belive

საქართველოს ჩემპიონატი წყვილთა რბოლაში იწყება

5 წლის წინ სხვა
1 წთ
18 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი წყვილთა რბოლის პირველ ეტაპს უმასპინძლებს. წყვილთა რბოლა იმართება ორ ავტომობილს შორის, რომელიც სტარტს იღებს ერთმანეთის პარალელურად ან საპირისპირო მიმართულებით. ორივე ავტომობილი გადის ერთსა და იმავე გზას და აფინიშებს პარალელურად ან საპირისპიროდ. გამარჯვებულია მონაწილე, რომელიც პირველი გადაკვეთს ფინიშს ხაზს. რბოლა გრძელდება 2 გამარჯვებამდე. მონაწილეების რეგისტრაცია ადგილზე დილის 10:00 საათიდან დაიწყება, გაგრძელდება 11:00 საათზე ბრიფინგით და რბოლას 12:00 საათიდან იხილავს მაყურებელი. მონაწილეობს მსურველებს შემდეგ კლასებში შეუძლიათ გამოცხადნენ: AM2000 - 2000 სმ3-მდე. AM3000 - 2000 სმ3-dan 3000 სმ3-mde. AM OverAll - 3000 სმ3 და მეტი. Pro OverAll - ყველა, გარდა ღია თვლებიანი ავტომობილებისა.
შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება როგორც მოყვარულ ისე პროფესიონალ ავტომრბოლელებს შეუძლიათ, ადგილზე მათ შემდეგი საბუთები უნდა წარმოადგინონ: მართვის მოწმობა, ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. ერთო ავტომობოლით ასპარეზობის უფლება აქვს მაქსიმუმ 2 (ორ) მონაწილეს. მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 100 ლარს.

სხვა სტატიები