Belive

გიორგი ხვედელიანი: "ძალიან ახლოს ვართ შედეგთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო"

3 წლის წინ სხვა
1 წთ

19-22 აპრილს, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრები გაიმართება. სპორტის ამ სახეობაში, ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე საქართველოს "დინამო თბილისი" წარმოადგენს, რომელიც 7 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაგროვილი 3 ქულით, ბოლო მეექვსე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი კვლავაც აქვთ. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი აპრილის თვეში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სამ მატჩს გამართავს და ოთხეულში მოხვედრას შეეცდება.

ქართული კლუბის კალენდარი ასეთია: 

  • 20 აპრილი: "იადრანი" - "დინამო თბილისი"

  • 21 აპრილი: "დინამო თბილისი" - "ჰანოვერი"

  • 22 აპრილი: "ფერენცვაროში" - "დინამო თბილისი"

მნიშვნელოვანი შეხვედრების მოახლოების პარალელურად, "დინამო თბილისის"დირექტორმა, გიორგი ხვედელიანმა Live.ge-სთან გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

როგორც იცით, ჩვენი გუნდი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ისევ ინარჩუნებს. გუნდში არის გარკვეული პრობლემები: იოვან სარიჩს ზურგის ტრავმა აწუხებ, თუმცა თამაშს შეძლებს, ბესო ახვლედიანი მატჩებს მხრის ტრავმის გამო გამოტოვებს. საერთო ჯამში, გუნდი წინა რაუნდთან შედარებით კარგად არის მომზადებული. ძალიან ახლოს ვართ შედეგთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო და იმედია ამ შედეგს მივაღწევთ.

სხვა სტატიები