Belive

10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პოზიციების მიხედვით

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ზაფხულის სატნრასფერო ფანჯარა ხვალ, 10 ივნისს იხსნება. კლუბებს ხვალიდან ოფიციალურად შეეძლებათ გაიფორმონ ფეხბურთელები. მაგრამ, გუნდები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ერთ ფეხბურთელში დიდი თანხის გადახდა წარმატების საწინდარი არაა. ამის დასამტკიცებლად, გთავაზობთ ათ ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს, ყველა პოზიციაზე. იმისათვის რომ, სტატისტიკა უფრო თვალსაჩინო გახდეს, ფეხბურთელების შედეგიანობა 5 ბალიანი სისტემით შევაფასოთ.

მეკარეები

1. კეპა არიზაბალაგა

ბილბაოს "ატლეტიკიდან" "ჩელსიში", 80 მლნ, 2018 შეფასება: 1/5

 2. ალისონი 

"რომადან" "ლივერპულში", 62 მლნ, 2018 შეფასება: 4/5

3. ჯანლუინი ბუფონი

"პარმადან" "იუვენტუსში", €53 მლნ, 2001 შეფასება: 5/5

4. ედერსონი

"ბენფიკადან" "მანჩესტერ სიტიში", €40 მლნ, 2017 შეფასება: 4/5

5. ტიბო კურტუა

"ჩელსიდან"  "რეალ მადრიდში", €35 მლნ, 2018 შეფასება: 4/5

6. მანუელ ნოიერი

"შალკედან" "ბაიერნში", €30 მლნ, 2011 შეფასება: 5/5

7. ჯორდან პიკფორდი

"სანდერლენდიდან" "ევერტონში", €28 მლნ, 2017 შეფასება: 4/5

8. ფრანჩესკო ტოლდო

"ფიორენტინადან" "ინტერში", €26.5 მლნ, 2001 შეფასება: 3/5

9. ბერნდ ლენო

"ბაიერ ლევერკუზენიდან" "არსენალში", €25 მლნ, 2018 შეფასება: 2/5

10. დავიდ დე ხეა

"ატლეტიკოდან" "მანჩესტერს იუნაიტედში", €25 მლნ, 2011 შეფასება: 4/5

შეჯამება

როგორც ვხედავთ, ყველაზე ძვირადღირებულმა მეკარემ, ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. ახლა ის კლუბის მეორე მეკარეა და ედუარ მენდის შემცვლელია. თუ მეკარეზე ბევრს დახარჯავ, მან გუნდს სარგებელი უნდა მოუტანოს. ალისონი, ბუფონი, ედერსონი, კურტუა, ნოიერი და პიკფორდი. ეს იმ მეკარეების ჩამონათვალია, რომლებშიც, თავის დროზე, ბევრად მცირე თანხაა გადახდილი, თუმცა მათ საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.

 


მცველები

1. ჰარი მაგუიაიერი

"ლესტერ სიტიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში",€85.5 მლნ, 2019 შეფასება: 3/5

2. მატეის დე ლიხტი

"აიაქსიდან" იუვენტუსში", €85.5 მლნ, 2018 შეფასება: 3/5

3. ვირჯილ ვან დაიკი

"საუთჰემპტონიდან" "ლივერპულში", €84.6 მლნ, 2018 შეფასება: 4/5

4. ლუკას ერნანდესი

"ატლეტიკოდან" "ბაიერნში", €80 მლნ, 2019 შეფასება: 2/5

5. რუბენ დიაში

"ბენფიკადან" "მანჩესტერ სიტიში", €68 მლნ, 2020 შეფასება: 4/5

6. აიმერიკ ლაპორტი

ბილბაოს "ატლეტიკიდან" "მანჩესტერ სიტიში", €65 მლნ, 2018 შეფასება: 3/5

7. ბენჟამინ მენდი

"მონაკოდან" "მანჩესტერ სიტიში", €57.5 მლნ, 2017 შეფასება: 1/5

8. ჯონ სტოუნსი

"ევერტონიდან" "მანჩესტერ სიტიში", €55.6 მლნ, 2016 შეფასება: 3/5

9. აარონ ვან-ბისაკა

"კრისტალ პალასიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში", €55 მლნ, 2019 შეფასება: 1/5

10. კაილ უოკერი

"ტოტენჰემ ჰოთსპურიდან" "მანჩესტერ სიტიში", €52.5 მლნ, 2017 შეფასება: 3/5

შეჯამება

კვლავ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, ყველაზე დაბალი შეფასებით. ამჯერად, ჰარი მაგუაიერი 87 მოლიონ ევროდ.არც  დე ლიხტის ტრანსფერ ითვლება წარმატებულად, თუმცა, ინგლისელზე უკეთესი ნამდვილად არის. ჩვენს სიაში 7 მანჩესტერელი მოხვდა, აქედან 5 "სიტის" ფეხბურთელია. ერთადერთი ვინც შეფასებაში 1/5 მიიღო "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელი ვან-ბისაკაა.

ნახევარმცველები

1. პოლ პოგბა

"იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში", €105 მლნ, 2016 შეფასება:1/5

2. ფრენკი დე იონგი

"აიაქსი" "ბარსელონა", €86 მლნ, 2019 შეფასება: 3/5

3. ზინედინ ზიდანი

"იუვენტუსი" "რეალ მადრიდი", €77.5 მლნ, 2002 შეფასება: 5/5

4. კევინ დე ბრუინი

"ვოლფსბურგიდან" მანჩესტერ სიტიში", €76 მლნ, 2016 შეფასება: 4/5

5. ხამეს როდრიგესი

"მონაკოდან" "რეალ მადრიდში", €75 მლნ, 2014 შეფასება: 1/5

6. ტომას ლემარი

"მონაკოდან" "ატლეტიკოში", €72 მლნ, 2018 შეფასება: 1/5

7. კაკა

"მილანიდან" "რეალ მადრიდში", €67 მლნ, 2009 შეფასება: 1/5

8. ბრუნო ფერნანდეში

"სპორტინგიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში", €63 მლნ, 2020 შეფასება: 3/5

9. როდრი

"ატლეტიკოდან" "მანჩესტერ სიტიში", €62.7 მლნ, 2019 შეფასება: 3/5

10. ტანგი ნდომბელე

"ლიონიდან" "ტოტენჰემ ჰოთსპურში", €60 მლნ, 2019 შეფასება: 1/5

შეჯამება

კიდევ ერთხელ, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იღებს ყველაზე დაბალ შეფასებას. ამჯერად ეს პოლ პოგბაა, 105 მილიონ ევროდ. ამ ტრანსფერიდან ექვსი წელია გასული და პოგბას მიმართ წლიდან წლამდე ისმოდა უკმაყოფილი განცხადებები. ფრანგი ვერ აჩვენებდა თავის მაქსიმუმს და შეფასებაც ლოგიკურია.
No description available.

ფორვარდები

1. ნეიმარი

"ბარსელონადან" "პსჟ-ში", €222 მლნ,2017 შეფასება: 2/5

2. კილიან მბაპე

"მონაკოდან" "პსჟ-ში", €180 მლნ, 2017 შეფასება: 4/5

3. უსმან დემბელე

"დორტმუნდიდან" "ბარსელონაში", €140 მლნ, 2017 შეფასება: 1/5

4. ფილიპე კოუტინიო

"ლივერპულიდან" "ბარსელონაში",€135 მლნ,2018 შეფასება:1/5

5. ჟოაო ფელიში

"ბენფიკადან" "ატლეტიკოში", €127.5 მლნ, 2019 შეფასება: 2/5

6. ანტუან გრიზმანი

"ატლეტიკოდან" ბარსელონაში", €120 მლნ, 2019 შეფასება:1/5

7. კრიშტიანუ რონალდუ

"რეალ მადრიდიდან" "იუვენტუსში", €117 მლნ, 2018 შეფასება: 3/5

8. ედენ აზარი

"ჩელსიდან" "რეალ მადრიდში", €115 მლნ, 2019 შეფასება: 1/5

9. გარეთ ბეილი

"ტოტენჰემ ჰოთსპურიდან" "რეალ მადრიდში", €101 მლნ, 2014 შეფასება: 2/5

10. კრიშტიანუ რონალდუ

"მანჩესტერ იუნაიტედიან" "რეალ მადრიდში", €94 მლნ, 2009 შეფასება: 5/5

შეჯამება 

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ამ სტატისტიკაშიც ერთ-ერთმა ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა, ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა, 1/5. ეს ფრანგი უსმან დებელეა. მისი რეგრესი "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ აშკარაა. მის გარდა "ბარსელონას" კიდევ ორი ყოფილი ფეხბურთელიც მოხვდა. ანტუან გრიზმანი და ფილიპე კოუტინიო. ისინიც თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ წყალში გადაყრილ ფულად.
 

სხვა სტატიები