Belive

10 მარტს ჰარუ ბაშო იწყება - ოსაკაში დოჰიოს მშენებლობა დაიწყო!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
10 მარტს იაპონიის ქალაქ ოსაკაში მარტის სუპერტურნირი ანუ ჰარუ ბაშო დაიწყება. ტურნირისათვის ქართველი ფალავნები ფაქტობრივად მზად არიან. მოგეხსენებათ, რომ ტოჩინოშინი ნახევარი საფეხურით დაწინაურდა და პირველად კარიერის განმავლობაში აღმოსავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით იასპარეზებს (აქამდე დასავლეთის მეორე ოძეკი გახლდათ), ხოლო გაგამ ჯურიოს დივიზიონში საგრძნობი წინსვლა განიცადა და მე-8 ნომრადაა გამწესებული. LIVE.GE წარმატებებს უსურვებს ქართველ ფალავნებს!  

სხვა სტატიები