Belive

ჟოზე მოურინიო: "სანამ ჩვენ ევროპაში წინ მივიწევთ, ლაციოში სარისთან ერთად ეწევიან"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ევროპის კონფერენს ლიგის მერვედფინალში ნიდერლანდურ არნემის "ვიტესთან" ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რითაც მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში (2:1) იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტი ასევე "ლაციოსთან" გასამართ რომაულ დერბის შეეხო და მეტოქისა და მისი მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის შესახებ იხუმრა კიდეც.
"ცხადია, არ ვარ ბედნიერი იმით, რომ დღეს ბევრი ისეთი ფეხბურთელი ვათამაშეთ, რომლებსაც ასევე კვირას თამაშიც მოუწევთ. ეს კი იმის ფონზე, რომ "ლაციო" ახლა სახლში იმყოფება და თავის მწვრთნელ მაურიციო სარისთან ერთად სიგარეტს ეწევა. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ "ვიტესი" მართლაც ძალიან კარგი გუნდია. ჩვენი მატჩის დროს სარი სახლშია და სიგარეტს ეწევა, ხოლო მე სახლში მხოლოდ ახლა მივდივარ და ვცდილობ ვიფიქრო, როგორ აღვიდგინოთ ძალები კვირისთვის", - თქვა "განსაკუთრებულმა".
"რომასა" და "ლაციოს" დაპირისპირება 20 მარტს, "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები