Belive

ქართული კლუბების ურთიერთშეხვედრების ისტორია რუმინული გუნდების წინააღმდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული “საბურთალო” ბუქარესტის “სტიაუას” დაუპირისპირდება. იქამდე, ვიდრე თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ამ გუნდების პირველი მატჩი გაიმართება, საინტერესოა ქართულ-რუმინული საკლუბო დაპირისპირებების ისტორიას გადავხედოთ. "საბურთალოსა" და "სტიაუას" ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ. თბილისურ კლუბს ზოგადად რუმინელებთან დაპირისპირების ისტორიაც არ აქვს, თუმცა ამ ორი ქვეყნის წარმომადგენელი სხვადასხვა კლუბების მატჩები სულ 10-ჯერ გაიმართა, საიდანაც 4 შეხვედრა ქართულმა კლუბებმა მოიგეს, 3 ფრედ დასრულდა, 3-ში კი წარმატებას მეტოქემ მიაღწია. ამ მხრივ, ქართულ კლუბებს უპირატესობა აქვთ. რაც შეეხება "სტიაუას" - მათ თავს ბევრი გაუგებრობაა და რუმინეთის საფეხბურთო სამყაროში ჯერაც ვერ გადაუწყვიტავთ, თუ რომელი გუნდია ისტორიული "სტიაუას" შთამომავალი. ის "სტიაუა", რომელმაც 2013 წელს "დინამო არენაზე" "დინამო თბილისს" - 2:0 მოუგო, საპასუხო შეხვედრაში კი ფრე - 1:1 ეთამაშა და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, "საბურთალოს" ამჟამინდელ მეტოქე გუნდთან მხოლოდ სახელით ასოცირდება. ლოგო და სამართალმემკვიდრეობა კი ისტორიული გუნდისა ამ ეტაპზე სწორედ იმ კლუბს ეკუთვნის, რომელიც 21 ივლისს "დინამო არენაზე" ითამაშებს. თუმცა აქ ერთი დეტალია, სასამართლო პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს. https://www.live.ge/konpherens-liga/saburthalo-stiauas-shekhvedras-norvegieli-msajtha-brigada-ukhelmdzghvanelebs/ ბოლო მატჩი, რომელიც ქართულ და რუმინულ კლუბებს შორის შედგა, 2020 წლის 27 აგვისტოს გაიმართა და მასში თბილისის "ლოკომოტივმა" ირაკლი სიხარულიძის და ულად ომარ-იმრანის გოლებით "უნივერსიტატეა კრაიოვა" დაამარცხა. ამჟამად ირაკლი სიხარულიძე სწორედ საბურთალოს შემადგენლობაში თამაშობს და მიმდინარე სეზონში ამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. “საბურთალოსა” და “სტიაუას” დაპირისპირება 21 ივლისს, “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები