Belive

ოთარ კაკაბაძე: "ლეხი სლოვანზე უკეთესი გუნდია, თუმცა ნათელია, რომ ჩავარდნა აქვს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ "კრაკოვიაში" თამაშობს, Live.ge-სთან კომენტარი გააკეთა და მოახლოებული უმნიშვნელოვანესი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"დინამო ბათუმმა" ბრატისლავის "სლოვანთან" ძალიან კარგად ითამაშა და მეტოქეს ერთი თავით აჯობა, ამის მიუხედავად გუნდი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლას იმსახურებდა, დამარცხდა. რაც შეეხება პოზნანის "ლეხთან" დაპირისპირებას, პოლონეთის ჩემპიონი "სლოვანზე" კარგი გუნდია, თუმცა ის ჩავარდნა, რომელიც ახლა "ლეხს" აქვს, იმაზე მიანიშნებს, რომ ეს კლუბი საუკეთესო ფორმაში არ არის და იმედი მაქვს, ბათუმელები ამ შანსს გამოიყენებენ. "დინამოზე" ვერ ვიტყვი, რომ მათ "სლოვანთან" თამაშის შემდეგ ჩავარდნა აქვთ, რაზეც მათ მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი მიუთითებს", - თქვა ოთო კაკაბაძემ ჩვენთან საუბრისას.
“დინამო ბათუმისა” და პოზნანის “ლეხის” დაპირისპირება 21 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები