Belive

კვეკვესკირი დინამოს წინააღმდეგ - ბათუმელთა შემადგენლობა ლეხთან მატჩში ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ქართული გუნდის შემადგენლობა უკვე ცნობილია, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ძირითადი შემადგენლობა: ლაზარე კუპატაძე - გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე (კ), ოლექსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი - ბენჟამინ ტეიდი, სანდრო ალთუნაშვილი - ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ზურიკო დავითაშვილი - ჯოვინო ფლამარიონი. სათადარიგოთა სკამი: მიხეილ ალავიძე - ლუკა ქაფიანიძე, მათე ვაწაძე, ჯაბა ჯიღაური, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი ზარია, გიორგი ფანცულაია, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, მილან რადინი. მთავარი მწვრთნელი:  გია გეგუჩაძე. სათამაშო სქემა: 4-2-3-1. რაც შეეხება პოლონეთის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში მყოფ ქართველებს, ნიკა კვეკვესკირი მატჩს სასტარტო თერთმეტეულიდან იწყებს, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოთა სკამზეა.

სხვა სტატიები