Belive

"ინტერესი დიდია და შეიძლება წავიდეს" - როგორი იქნება ბუდუ ზივზივაძის კარიერული მომავალი?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2022/23 წლების საკლუბო სეზონის დაწყების წინ, რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი კვლავაც მოლოდინის რეჟიმშია და უახლოეს დღეებში შესაძლოა საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი ახალი კლუბის მაისურით ვიხილოთ, მათ შორის ერთ-ერთი ბუდუ ზივზივაძეა. 27 წლის ფორვარდის "მოლ ფეჰერვარი" წინასასეზონო შეკრების პროცესშია, რა დროსაც გუნდის სპორტულმა დირექტორმა, იშტვან შალოიმ რამდენიმე ფეხბურთელის მომავალის შესახებ ისაუბრა, რა დროსაც ეროვნული გუნდის ფორვარდსაც შეეხო. "ბუდუ ზივზივაძესაც სენსაციური გაზაფხულის პერიოდი ჰქონდა, რის შემდეგაც კლუბში დაბრუნდა. მან თავი იპოვა და მოტივირებული დაგვიბრუნდა, მაგრამ მისით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, ამიტომ ბუდუს წასვლა გამორიცხული არ არის", - თქვა იშტვან შალოიმ. ​2022/23 წლების სეზონში 28 წლის ფორვარდმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 13 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა (უნგრეთის ჩემპიონატში “უიპეშტის” მაისურით ბოლო 12 მატჩში 11 გოლი), საქართველოს ნაკრებში კი 2022 წელს 3 ბურთი შეაგდო, აქედან 2 ოფიციალურ შეხვედრებში. “ფეჰერვარმა” უნგრეთის ჩემპიონატში 2022/23 წლების სეზონში მეოთხე პოზიცია დაიკავა და უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც გუნდის მეტოქე აზერბაიჯანული “გაბალა” იქნება.

სხვა სტატიები