Belive

გია გეგუჩაძე: "კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა სივასპორთან შანსები თანაბარია"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "სივასპორის" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ,  "დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი გუნდის შანსებსა და მდგომარეობაზე ისაუბრა.
"სივასპორთან" შეხვედრაში შანსები თანაბარია. ამ შეხვედრაში "ბატესა" და "სივასპორს" შორის მსგავსებაც და განსხვავებაც ბევრია, ნებისმიერ შემეთხვევაში რთული მეტოქე გვყავს და მარტივი შეხვედრა არ გველის, იმედია საბოლოო ჯამში, ჩვენთვის ყველაფერი წარმატებულად დასრულდება. უდიდესი სიკეთეა ჩვენთვის, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივარი გვყავს, როგორ შეიძლება იმ გარემოზე, რომელიც აქაა შექმნილი, იმ მიზეზით თქვა უარი, რომ გუნდი წნეხის ქვეშ ჩნდება. პირიქით, ეს ჩვენთვის უდიდესი მოტივატორია. "ბატესთან" შეხვედრაში ფეხბურთელებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, ამავე დროს მგზავრობამაც მოგვიწია, ამის გამო დასასვენებლად მათ ორი დღე მივეცით, ახლა კი მათ ძალები აღიდგინეს და იმედია ხვალ თავს მაქსიმალურად კარგად წარმოაჩენენ.  ვამარა სანოგომ და რაფაელ ჩუკვურამ კლუბი დატოვეს, კორონავირუსით ინფიცირებული ლუკაშ გროცურეკი კი ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა გიორგი ზარიაც, იმედია ისინი მალე გამოჯანმრთელებიან და დაგვეხმარებიან", - თქვა გია გეგუჩაძემ.
"დინამო ბათუმისა" და "სივასპორის" მატჩი 5 აგვისტოს, ბათუმი არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები