Belive

ზუროსი: ,,რთული ჯგუფი შეგვხვდა''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ წილისყრაზე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფები დაკომპლექტდა.

წილისყრის შედეგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი გამოეხმაურა:

,,მსოფლიოზე პირველად ვთამაშობთ, ჩვენთვის ეს დიდი გამოცდილება იქნება! რთული ჯგუფი შეგვხვდა და ბრძოლა მოგვიწევს!'' - ზუროსის სიტყვებს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ციტირებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, F ჯგუფში, სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ზუროსის გუნდი სადებიუტო შეხვედრას 26 აგვისტოს, ოკინავაში, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. წელს ტურნირს სამი ქვეყანა (იაპონია, ფილიპინები, ინდონეზია) უმასპინძლებს.

სხვა სტატიები