Belive

ზუროსი: ,,ისლანდიას კარგი დაცვა უნდა დავუპირისპიროთ და ისტორია დავწეროთ''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ნიდერლანდებთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ! მართალია, კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

ახლა წინ გველის დიდი გამოწვევა ისლანდიასთან დაპირისპირების სახით. რა თქმა უნდა, თბილისში სავსე არენას ველოდებით, გვჭირდება, რომ გულშემატკივრებმა გუნდი რთულ მომენტებში გაამხნევონ, ხალხი ჩვენთან ახლოს იყოს, რადგან ვიცით, რომ ძალიან მძიმე თამაში გვექნება. ისლანდია ურთულესი მეტოქეა, ისინი ბევრ სამქულიანს ისვრიან, სწრაფად მოძრაობენ. მათ თამაშს კარგი დაცვა უნდა დავუპირისპიროთ და ისტორია დავწეროთ. ამისთვის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჩვენს საქმეზე უნდა ვკონცენტრირდეთ და კვირისთვის მოვემზადოთ,'' - ზუროსის სიტყვებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდი ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად ნიდერლანდებს 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88-80 მოუგო.

ზუროსის გუნდი შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრას კვირას, 26 თებერვალს, თბილისში, ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებს.

სხვა სტატიები