Belive

ზუროსი: "ეს თამაში წარსულია, წინ მთავარი მატჩებია"

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტ2022-ის პირველი დღე საქართველოსა და ბელგიის ნაკრების შეხვედრით დაიხურა.

შეხვედრა დრამატული გამოდგა, სადაც გამარჯვებული ბედი დამატებითი ტაიმის შედეგად გაირკვა. ბელგიელებმა ქართველ კალათბურთელებს, ანგარიშით - 79:76 მოუგეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ მის კომენტარს:

"პირველ რიგში დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ვულოცავ ბელგიის ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვან გამარჯვებას."

"ჩვენ ვერ შევასრულეთ დასახული ტაქტიკური მონახაზები, რის გამოც შეხვედრა ჩვენი მარცხით დასრულდა, თუმცა ეს თამაში უკვე წარსულია, წინ კიდევ 4 მატჩია."

"ჩვენს ჯგუფში 2 ისეთი გუნდია, რომლებიც მედლებისთვის იბრძვიან, ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა მოვემზადოთ ამ მატჩებისათვის"

"ძალიან დიდია ჩვენი გუნდის დანაკლისი - არ გვყავდა კაპიტანი, თორნიკე შენგელია და დღევანდელ შეხვედრაში კი გოგა ბითაძეც დაშავდა და ჯერჯერობით უცნობია მისი ტრავმის ხარისხი", - განაცხადა ილიას ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის - ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები