Belive

"ზორანმა დატოვა ეს ცირკი, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს" - ზორან დრაგიჩის მეუღლე

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

36 წლის სლოვენიელი კალათბურთელი ზორან დრაგიჩი 2025 წლის ევრობასკეტზე აღარ იასპარეზებს. თავდაპირველი ინფორმაციით დრაგიჩი სამწვრთნელო შტაბმა ევრობასკეტის შემადგენლობიდან ამოიღო, მაგრამ მისი მეუღლე სვეტლანა დრაგიჩი აცხადებს, რომ ზორანს უპატივცემულოდ მოექცნენ და მწვრთნელთან ერთად ფედერაციასაც აკრიტიკებს.

მან თქვა, რომ მისი ქმარი გერმანიის წინააღმდეგ მეორე თამაშში მხოლოდ სამი წუთის თამაშის შემდეგ შეცვალეს და იკითხა, თუ რატომ:

ე.წ მწვრთნელს ზორანი სიიდან არ ამოუშლია, ზორანმა დატოვა ეს ცირკი, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

სეკულიჩმა მითხრა, რომ დრაგიჩს გუნდის დახმარება აღარ შეეძლო და მხოლოდ წარსულის მიღწევების საფუძველზე თამაში გამორიცხულია. ეს არგუმენტი ყველაზე სასაცილოა, უკეთესი იქნებოდა, სარკეში ჩაეხედა და ეს წინადადება თავისთვის გაემეორებინა. - სვეტლანა დრაგიჩი

სლოვენიის ეროვნულმა ნაკრებმა ორშაბათს ლუბლიანაში ევრობასკეტისთვის მზადება ზორან დრაგიჩის და ზიგა დანეუს გარეშე განაახლა.

სლოვენია 2025 წლის ევრობასკეტზე D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან: ისლანდია, საფრანგეთი, პოლონეთი, ბელგია და ისრაელი.

სხვა სტატიები