Belive

ზაზა ფაჩულიამ დეტროიტის სადებიუტო შეხვედრაში გაიბრწყინა (ვიდეო)

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს პრე-სეზონის შეხვედრაში, "ოკლაჰომა" "დეტროიტს" დაუპირისპირდა. მატჩი, რომელიც ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა "ოკლაჰომას" მარცხით, ანგარიშით 91:97 დასრულდა. "გოლდენ სტეიტიდან" "დეტროიტში" გადასულმა ზაზა ფაჩულიამ სადებიუტო შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა და "პისტონსის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. "დეტროიტის" ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 14 წუთი დაჰყო. აღნიშნულ დროში, ზაზა ფაჩულიამ 10 ქულის, 3 მოხსნისა და 2 ასისტის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები