Belive

ზაზა ფაჩულიამ ევრობასკეტის სავარაუდო გამარჯვებული დაასახელა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

27 აგვისტოდან ევრობაკეტი იწყება. ევროპის მთავარი საკალათბურთო მოვლენა 4 ქვეყანაში ჩატარდება. ევრობასკეტ 2025-ს კვიპროსი, პოლონეთი, ფინეთი და ლატვია უმასპინძლებენ.

დიდი ტურნირის დაწყებამდე ყველას საკუთარი მოლოდინები გააჩნია. საკუთარი პროგნოზები გაგვანდო ზაზა ფაჩულიამაც. მისი აზრით, ფინალი გერმანიასა და სერბეთს შორის შედგება, სადაც გამარჯვებული ბალკანური ნაკრები გახდება. რაც შეეხება ტურნირის აღმოჩენას, ზაზამ არჩევანი საქართველოს ნაკრებზე შეაჩერა. ფაჩულიას აზრით, ტურნირის MVP ნიკოლა იოკიჩი გახდება.

View this post on Instagram

A post shared by BasketNews (@basketnews)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და ბოსნიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ჯიკიჩის გუნდი გახსნით შეხვედრას 28 აგვისტოს 16:00 საათზე ესპანეთთან გამართავს. შემდეგი მატჩი 30 აგვისტოს, იმავე დროს იტალიის წინააღმდეგ შედგება. 31 აგვისტოს ასევე 16:00 საათზე საბერძნეთს შევხვდებით. 2 სექტემბერს 19:15 საათზე კვიპროსს, 4 სექტემბერს 16:00 საათზე ბოსნიას დავუპირისპირდებით.

სხვა სტატიები