Belive

ვირტუსმა ჟალგირისთან წააგო - ბოლონიელებს შენგელიამ ულიდერა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 30-ე ტურში ,,ჟალგირისმა'' ,,ვირტუს ბოლონიას'' უმასპინძლა და 15-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:81 დაამარცხა.

,,ვირტუსის'' ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ, 29 წუთში 19 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.

თოკომ 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა, რითიც მხოლოდ კევარიუს ჰეიესს (26) ჩამორჩა.

,,ჟალგირისის'' შემადგენლობაში 16 ქულით, 3 მოხსნითა და 3 პასით ედმონდ სამნერი გამოირჩა.

,,ვირტუსი'' 17 მოგებითა და 13 მარცხით ევროლიგის მე-7 პოზიციაზეა. თორნიკე შენგელიას გუნდი მომავალ მატჩს პარასკევს, 22 მარტს, ,,ცრვენა ზვეზდას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები