Belive

ვირტუსმა სკაფატი დაამარცხა - შენგელია მატჩის MVP გახდა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,სკაფატის'' სტუმრად 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81:75 მოუგო.

მატჩში 25 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

თოკომ 10-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა, რაც დანიელ ჰაკეტთან ერთად, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

,,ვირტუსი'' მომავალ შეხვედრას ხუთ ოქტომბერს, ევროლიგაში, ,,ჟალგირისის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები