Belive

ვირტუსმა მილანს მოუგო - შენგელია მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-8 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,მილანს'' უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:79 დაამარცხა.

,,ვირტუსის'' შემადგენლობაში 28 წუთამდე ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 14 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

თოკომ 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ იფე ლუნდბერგს (26) ჩამორჩა.

,,მილანის'' რიგებში 21 ქულით, 4 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით შეივონ შილდსი გამოირჩა.

,,ვირტუსი'' 6 მოგებითა და 2 მარცხით ევროლიგის მე-3 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი მომავალ მატჩს 17 ნოემბერს, ,,პანათინაიკოსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები