Belive

ვირტუსმა ლიონი დაამარცხა - შენგელია გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 23-ე ტურში ,,ლიონ ვილერბანმა'' ,,ვირტუს ბოლონიას'' უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 64:77 დამარცხდა.

,,ვირტუსის'' შემადგენლობაში 24 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 10 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა, რითაც ბოლონიელთა რიგებში მხოლოდ იზაია კორდინიერს (18) ჩამორჩა.

,,ვირტუსი'' 11 მოგებითა და 12 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი ევროლიგის მომავალ შეხვედრას 9 თებერვალს, ,,ბარსელონასთან'' შინ გამართავს.

მიმოხილვა:

სხვა სტატიები