Belive

ვირტუსმა ბაიერნს მოუგო - შენგელია მატჩში საუკეთესო იყო

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-18 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ბაიერნს'' უმასპინძლა და 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 85:83 დაამარცხა.

,,ვირტუსის'' ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ, 31 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

თოკომ 7-დან 4 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია (23 ჰქონდა სერჟ იბაკასაც).

,,ბაიერნის'' შემადგენლობაში ორმაგი დუბლით სერჟ იბაკა გამოირჩა - 15 ქულა, 13 მოხსნა.

,,ვირტუსი'' 13 მოგებითა და 5 მარცხით ევროლიგის მე-2 პოზიციაზეა. თორნიკე შენგელიას გუნდი მომავალ მატჩს 5 იანვარს, ,,ალბას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები