Belive

ვირტუს ბოლონია ოლიმპია მილანოსთან დამარცხდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩში ვირტუს ბოლონია ოლიმპია მილანოსთან 66:85 დამარცხდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

თორნიკე შენგელიამ 20 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 20 ქულა არმონი ბრუკსმა ჩააგდო, 14 ქულა ჰქონდა ნიკოლა მიროტიჩს, დიოფ მუჰამეტს და შევონ შილდსს.

5 ივნისს სერიის მესამე მატჩი უკვე მილანში გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ბრეშა ტრაპანის 2:0-ს უგებს.

სხვა სტატიები