Belive

ვიქტორ ვემბანიამა სან ანტონიოს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

1 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში სან ანტონიო სპურსმა მინესოტა ტიმბერვულვზი 121:111 დაამარცხა.

მატჩში ყველაზე მეტი 43 ქულა ჩააგდო ვიქტორ ვემბანიამამ, მან ამასთან ერთად 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 6 დაფარება მიითვალა.

აღნიშნული მატჩი ფრანგი სუპერვარსკვლავისთვის გამორჩეული იყო, რადგან დაფარებებით ჯორჯ გერვინს გადაუსწრო და სან ანტონიოს ისტორიაში მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.

TOP 5 ყველაზე მეტი დაფარება, სრულად:

  1. ტიმ დანკანი - 3,020

  2. დევიდ რობინსონი - 2,954

  3. არტის გილმორი - 700

  4. ვიქტორ ვემბანიამა - 648

  5. ჯორჯ გერვინი - 647

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიქტორ ვემბანიამასთვის NBA-ში მე-4 სეზონი სულ ახლახანს დაიწყო და 648 დაფარება მართლაც, რომ გენიალური მიღწევაა.