Belive

ვიქტორ ვემბანიამა მსოფლიო ჩემპიონატზე არ იასპარეზებს

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

L’Equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ ვემბანიამა მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თავად 19 წლის კალათბურთელმა მიიღო.

ფრანგულ გამოცემასთან საუბრისას ვემბანიამამ აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილების გამო გული ძალიან სწყდება.

ვემბანიამამ თქვა, რომ მან არჩევანი დამოუკიდებლად, ახლო მეგობრებთან და მის სამედიცინო გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. მან საფრანგეთის მწვრთნელს და გუნდის სხვა მოთამაშეებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ შაბათ-კვირას შეატყობინა. საინტერესოა, რომ "სპურსის" ცენტრი შირად აღნიშნავდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ძალიან სურდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა მიზეზით განაცხადა ვემბანიამამ უარი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაზე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირება.

რაც შეეხება საფრანგეთს, ისინი H ჯგუფში არიან და კანადასთან, ლატვიასთან და ლიბანთან ერთად იასპარეზებენ.

სხვა სტატიები