Belive

ვემბანიამა დაბრუნდა და სან ანტონიომ მოიგო | სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" 127:131 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილს მატჩში სათამაშო დრო არ მისცემია.

ვიქტორ ვემბანიამა "შარლოტთან" გამოტოვებული მატჩის შემდეგ დაბრუნდა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ფრანგ კალათბურთელს შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა ჰქონდა, მან ამ მაჩვენებელს 8 მოხსნა, 6 ბლოკი და 4 ასისტი დაუმატა.

კარგი მატჩი ჰქონდა ჯერემი სოჩანს, პოლონელმა 23 ქულა მიითვალა. "სპურსიდან" ორმაგი დუბლი 11 ქულით და 12 ასისტით ტრე ჯონსმა გაიფორმა.

"ვიზარდსის" კალათბურთელებიდან მარვინ ბაგლის ჰქონდა ყველაზე შედეგიანი მატჩი, მან 21 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე კაილ კუზმას ჰქონდა ორმაგი დუბლი 11 ქულა და 12 მოხსნა.

სხვა სტატიები