უკრაინის საკალათბურთო ნაკრებმა შესაძლოა 3 საშინაო მატჩი თბილისში ჩაატაროს
4 წლის წინ
კალათბურთი
2 წთ
"ფიბა-ს შევთავაზეთ, ივლისის ფანჯრის მატჩები თბილისში „ბაბლის“ პრინციპით ჩატარდეს. უკრაინელებს პირველი ჯგუფური ეტაპის სამი თამაში აქვთ ჩასატარებელი, საქართველოს ორი. უკრაინელებთან მოვილაპარაკებთ, ერთი კვირით ადრე ჩამოვიდნენ, შეკრებასაც მოვუწყობთ და როგორც წესია, ისე ვუმასპინძლებთ. მათ საქართველოში თავი ისე უნდა იგრძნონ, როგორც საკუთარ ქვეყანაში. ჩვენს გუნდთან თამაშს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენ ორ შეხვედრაში ახალ დარბაზში შეკრებილი მაყურებელი უკრაინას თავიდან ბოლომდე გულით უქომაგებს. ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და საბოლოო პასუხს მაისში მივიღებთ".წყარო: gbf.ge