Belive

უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: "თამაში ნერვიულად დავიწყეთ რადგან მისი ფასი ვიცოდით..."

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-5 ტურის მატჩი უკრაინასთან გამართა, სადაც მძიმე ბრძოლაში, 79:66 დამარცხდა. უკრაინის ნაკრების ლატვიელმა მთავარმა მწვრთნელმა – აინარს ბაგაცკისმა, მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"თამაში ნერვიულად დავიწყეთ, რადგან მისი ფასი ვიცოდით. კარგია რომ რიტმი ვიპოვეთ და შეტევაშიც სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, თუმცა , ზოგიერთი მომენტი მიუღებელიც იყო, რაღაც მომენტებში ჩანდა, რომ საქართველო ბრუნდებოდა, მთავარია მოვიგეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია". - აინარს ბაგაცკისი "მადლობა ყველას ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა, ჩვენ უკრაინისთვის ვთამაშობთ, ვეცადეთ მათი უძლიერესი მოთამაშეები ამოგვეკეტეა, შენგელია, მაკფადენი. კარგად ვიმუშავეთ შეტევაში მოხსნებზეც, საბოლოო ჯამში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ და გავედით შემდეგ ეტაპზე". - ვიაჩესლავ ბობროვი

სხვა სტატიები